ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

სანიოლი: 60 წუთით კმაყოფილი ვარ, შემდეგ დაღლა დაგვეტყო

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შინ შოტლანდიასთან 2:2 ითამაშა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი: „პირველი 60 წუთით კმაყოფილი ვარ, ბურთით თუ უბურთოდ კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომლებიც კლუბებში რეგულარულად არ თამაშობენ. მაგალითად, მიქაუტაძე ბოლო პერიოდში ხშირად არ თამაშობს. ზოგადად, ეს პრობლემა არსებობს და ალბათ ამიტომ იყო, რომ 60 წუთის შემდეგ დაღლა დაგვეტყო.

შოტლანდიამაც ძალიან კარგად ითამაშა. გუშინ გითხარით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა და გოლები აუცილებლად გავიდოდა.

რაც შეეხება შეცდომებს, ამის ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებ, ეს იქნება ბევრად ვრცელი და დეტალური. ასევე, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. მაგალითად, ხოჭოლავა და კიტეიშვილი.

გეთანხმებით, რომ აუტის მოწოდებაზე ნამდვილად უნდა ვიმუშავოთ. ამას იმით ავხსნი, რომ ამ ასპექტზე არასაკმარისად ვიმუშავეთ, მცირე დრო გვქონდა.

არ მინდა ფეხბურთელთა უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, ფაქტზე ვსაუბრობთ. არ ვიცით მარტამდე რა იქნება. ამ მხრივ პროგნოზების გაკეთება რთულია.

თამაშამდე ვიცოდი, რომ 60 წუთზე მეტს მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებდით. სამწუხაროდ, ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადება ამ ეტაპზე მეტის საშუალებას არ გვაძლევს. ვფიქრობ, შოტლანდიას დამატებით დროში გოლი რომ არ გაეტანა, ახლა სულ სხვაგვარი გარემო იქნებოდა, დადებითი შეფასებები იქნებოდა. ფეხბურთი ძალიან ბევრი ფაქტორისგან შედგება, შეცდომები ყოველთვისაა''.

სანიოლის მოსაზრება კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეზე: „ხვიჩა დიდი ხანია ძალიან მაღალ დონეზე თამაშოს. სასიამოვნოა, რომ ჩაკვეტაძე თავის საუკეთესო თამაშს დაუბრუნდა. ახლა ის კვლავ ნაკრების წამყვანი მოთამაშეა, ხოლო ხვიჩა მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს, შესაბამისად ზოგჯერ შეცდომებს უშვებს. უშეცდომო ალბათ მხოლოდ მესია.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც თავის კლუბში 90 წუთი თამაშობენ. შეცვლებიც ზოგჯერ იმის გამო კეთდება, რომ ზოგიერთი მოთამაშე იღლება."

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს ესპანეთთან სტუმრად გამართავს. შეხვედრა 19 ნოემბერს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები