გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, ჯონ ვან \'ტ შიპი
Aa
Aa

„მისგან ბევრს ველით“ - აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე

დღეს, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ სტუმრად „ალმერეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. ნიდერლანდების ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი მეორედ გამოჩნდა ამსტერდამელთა სასტარტო შემადგენლობაში და პირველი ტაიმის სრულად ჩაატარა, მეორე ნახევრის დაწყებამდე კი ჯონ ვან ტსხიპმმა ტაჰიროვიჩით შეცვალა.

მიქაუტაძის მომენტები ალმერესთან

შეხვედრის დაწყებამდე, „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ESPN-თან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

რა თქვა ვან ტსხიპმმა:

გვინდა, რომ რამდენიმე ბიჭის დაყენებით გუნდში სიახლე შემოვიტანოთ. მიქაუტაძისთვის ეს მატჩი იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გვენახა რამდენად შეუძლია მოედანზე იმის გადმოტანა, რასაც ვარჯიშებზე გვაჩვენებს. საწვრთნელ პროცესებს კარგად ატარებს, მაგრამ თამაშები სულ სხვა დავტივრთვას მოითხოვს. ის ჩვენს გუნდში ახალია, რომელსაც განსხვავებული თვისებები აქვს. მისგან აშკარად ბევრს ველით. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, როგორც სიღრმეში თამაში, ისე უკნიდან, თავდამსხმელის უკან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად სექტემბერში, „ფორტუნა სიტარდის“ წინააღმდეგ მოგვევლინა და ამ თამაშში ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა. მაშინ, ამსტერდამული გუნდის მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი იყო.

12 ტურის შემდეგ, „აიაქსი“ ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. ჯონ ვან ტსხიპის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკუთარ მოედანზე 26 ნოემბერს „ვიტესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშში მუხტი შემოიტანა, თუმცა...“ იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
„თამაშში მუხტი შემოიტანა, თუმცა...“ იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე