ჯანლუკა დი მარციო, ანტონიო კონტე, რუდი გარსია
Aa
Aa

„ყველაფერი გარსიას ბრალი ვერ იქნება... კონტე ერთადერთი ვარიანტია“

რუდი გარსიას ნეაპოლური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფრანგ სპეციალისტს აურელიო დე ლაურენტისი ძველებურად აღარ ენდობა და ერთი ფეხის დაცდენის შემთხვევაში დიდი შანსია დაითხოვოს.

გარსიას მთავარ შემცვლელად დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს თვლის, თუმცა მას შუა სეზონში გუნდის ჩაბარების სურვილი არ აქვს. მასთან მოლაპარაკებები ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩიხშია შესული.

კვირას „ემპოლისთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემთხვევაში, რუდი გარსია დროს მოიგებს და სანაკრებო პაუზის დროს მისი დათხოვნა დღის წესრიგიდან მოიხსნება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისს „უნიონ ბელრინთან“ მატჩის შემდეგ, სურს, რომ გუნდს შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს და „ემპოლისთან“ შესაბამის დონეზე ითამაშონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარსიას საქმე ცუდად იქნება...

ჯანლუკა დი მარციო ნაპოლისა და გარსიას შესახებ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნეაპოლელების პრობლემებზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს:

„არ მიმაჩნია სწორად, რომ ასეთ ვითარებაში მწვრთნელს მიუთითონ და ულტიმატუმი წაუყენონ, რადგან ეს გარკვეულწილად ფეხბურთელებისთვის ალიბივით არის.

თუ, ყოველ ჯერზე ცუდი შედეგი და თამაში გარსიას ბრალია, გამოდის, რომ ფეხბურთელები პასუხისმგებლობასა და სიმძიმეს ვერ გრძნობენ. არ შეიძლება ყოველ ჯერზე გარსიას ბრალი იყოს. ეს ასევე ფეხბურთელების ბრალიც არის.

ანტონიო კონტეს გარდა, რომელმაც უკვე თქვა არა, არ მგონია, რომ ნეაპოლელებისთვის ამჟამად დროებითი მწვრთნელის პოსტზე რომელიმე კანდიდატურა მოიძებნებოდეს“.

აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ნაპოლის“ ურთულესი კალენდარი ელის. ნეაპოლელები მიჯრით „ატალანტას“, „რეალს“, „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემასთან ალ-იტიჰადში - მალდინი შეთავაზებას განიხილავს
ბენზემასთან ალ-იტიჰადში - მალდინი შეთავაზებას განიხილავს