ლევანტე, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

მარცხი ლიდერებთან - ქოჩორაშვილის და კაკაბაძის უიღბლო მატჩები

პარასკევ საღამოს გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტესთვის“ ლა ლიგა 2-ში უიღბლო ტური გამოდგა. ვალენსიელებმა სტუმრად ლიდერ „ლეგანესთან“ 1:2 დათმეს.

ქოჩორაშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 80 წუთი გაატარა.

„ლევანტესთვის“ მატჩი კარგად დაიწყო, დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა მეორე ნახევარში „ლეგანესმა“ ორი ბურთის გატანა შეძლო და თამაშიც მოიგო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ბურთი „ლევანტემ“ პენალტიდან გაუშვა, რომელიც ქოჩორაშვილის შეცდომით დაინიშნა. მეტოქეს საჯარიმოში ხელი უბიძგა, საკამათო მომენტი იყო, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითა.

„ლევანტე“ 15 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

რაც შეეხება ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“, შინ ლიდერ „შლიონსკს“ უმასპინძლეს და 0:1 დამარცხდნენ.

კაკაბაძე სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც იყო. საბოლოოდ 73-ე წუთზე შეცვალეს. ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ნელ-ნელსა სასურველ ფორმას უბრუნდება.

„კრაკოვია“ 15 ტურის შემდეგ, 15 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის