გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ობლაკის შემცვლელად მამარდაშვილი შეარჩიეს | ატლეტიკოს სატრანსფერო გეგმები

ესპანური გამოცემის, Todofichajes-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს უმიზნებს. „როხიბლანკო“ იან ობლაკის წასვლისთვის ემზადება და მის შემცვლელად „მამარდა“ შეარჩია.

„ატლეტიკოს არ უნდა, შანსი ხელიდან გაუშვას და სურს, ევროპაში, ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში მყოფი მეკარე დაიმატოს. როხიბლანკომ იან ობლაკის წასვლაზე ფიქრი დაიწყო და ვალენსიას მეკარეს აკვირდება. ამჟამინდელ საფეხბურთო სცენაზე, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გოლკიპერად ითვლება და ამას ისიც ადასტურებს, რომ მისით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან.

ატლეტიკოს ხელმძღვანელთა საბედნიეროდ, ქართველ ფეხბურთელს კარიერის ლა ლიგაში გაგრძელება უნდა და ობლაკის შემცვლელის სტატუსის დასაკუთრების პერსპექტივით მოხიბლულია. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ვალენსიას პრეზიდენტს, პიტერ ლიმს სურს, მის ნაცვლად 25-30 მილიონი მიიღოს.

ატლეტიკო მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილების მოლოდინშია, რომლის შემდეგაც, ღამურებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. მადრიდელები მატეუ ალემანის მოსვლას ელოდებიან, რომელიც ატლეტიკოში გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს. მას ვალენსიას მესვეურებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და სავარაუდოდ, მადრიდელები ამ ფაქტორს გამოიყენებენ, რათა ორივე მხარისთვის ოპტიმალური გარიგება დაიდოს“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ უცხოური პრესის მიხედვით, „ვალენსიას“ მამარდაშვილის შემცვლელის ძებნა დაწყებული აქვს. „ღამურებს“ ვისენტე გუაიტასა და დავიდ დე ხეას უკავშირებდნენ, რამდენიმე საათის წინ კი „ალავესის“ გოლკიპერის, ანტონიო სივერას ვარიანტმა გაიჟღერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია“ | რა თქვა უნიონ ბერლინის მცველმა კვარაზე
„ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია“ | რა თქვა უნიონ ბერლინის მცველმა კვარაზე