სანდრო მამუკელაშვილი, ზაკ კოლინსი, კელდონ ჯონსონი, სკოტი ბარნსი, ოჯი ანუნობი
Aa
Aa

მამუკელაშვილი ისევ არ ათამაშეს | სან ანტონიო ოვერტაიმში დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია „ტორონტო რეპტორსთან“ შეწყდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი „ტორონტოს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და ოვერტაიმში დამარცხდა - 116:123.

„სპურსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ტექსასელებმა კომფორტული ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნეს და საფინალო სირენამდე 1.2 წამით ადრე, ოჯი ანუნობიმ ანგარიში გაათანაბრა - 110:110. დამატებით ხუთწუთეულში „ტორონტო“ უკეთესი იყო და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო ისევ არ მიეცა, „სპურსის“ რიგებში საუკეთესო კი კელდონ ჯონსონი იყო - 26 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. ზაკ კოლინსმა 21 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა, ვიქტორ ვემბანიამამ მატჩი 20 ქულით, 9 მოხსნით, 4 ასისტითა და 5 დაფარებით დაასრულა. „ტორონტოს“ 30 ქულით სკოტი ბარნსმა ულიდერა. დენის შრიოდერმა და ოჯი ანუნობიმ კი 24-24 ქულა დააგროვეს.

ამრიგად, „სან ანტონიოს“ 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციას იკავებს. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავს და „ინდიანა პეისერსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-4 მშრალი მატჩი ჩემპიონატში | ვალენსია ექვსეულს მიუახლოვდა
მე-4 მშრალი მატჩი ჩემპიონატში | ვალენსია ექვსეულს მიუახლოვდა