გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

შეცვლაზე შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - სიგუამ ბაზელს მოაგებინა

შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გაბრიელ სიგუას „ბაზელი“ საკუთარ მოედანზე „აივერდონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში, 56-ე წუთზე გამოჩნდა და საბოლოოდ „ბაზელმა“ მისი გოლითაც გაიმარჯვა.

ანგარიში 26-ე წუთზე „ბაზელმა“ დრაგერის გოლით გახსნა, 73-ე წუთზე კი კესპედესმა წონასწორობა თერთმეტმეტრიანით აღადგინა. 85-ე წუთზე გაბრიელ სიგუას დრო დადგა. ქართველმა ფეხბურთელმა ბარისთან ბურთი კარგად გაითამაშა და საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიციიდან მეტოქის კარი ძლიერი დარტყმით აიღო, გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოუტანა.

ქართველი ფეხბურთელისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მეორე იყო. ამის გარდა, სიგუას ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა.

12 ტურის შემდეგ, ბაზელი შვეიცარიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა, კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და გამარჯვების შემთხვევაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლებს. გაბრიელ სიგუას გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, სტუმრად „სერვეტთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ისევ სკამზე დატოვეს | აიაქსმა ზედიზედ ორი მატჩი სეზონში პირველად მოიგო
მიქაუტაძე ისევ სკამზე დატოვეს | აიაქსმა ზედიზედ ორი მატჩი სეზონში პირველად მოიგო