ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი VS თოფურია - ბრძოლის თარიღი სავარაუდოდ გადაიწევს

ქვემსუბუქ წონაში 2024 წლის იანვარში ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას შორის დაანონსებულ ბრძოლას ელოდნენ, თუმცა თარიღმა დიდი ალბათობით გადაიწია.

MMA-ს ჟურნალისტის არიელ ჰელვინის ინფორმაციით, იანვარში ვოლკანოვსკი-თოფურიას ბრძოლა აღარ გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ ხსენებული ბრძოლა 2024 წლის თებერვლისთვის გადაიწევს. 20 იანვარს კი ტორონტოში ისლამ მახაჩევი (25-1) და ჩარლზ ოლივეირა (34-9) იჩხუბებენ.

ვოლკანოვსკი როგორც ჩანს, დიდხნიანი პაუზის აღებას მაინც არ გეგმავს და 21 ოქტომბერს მახაჩევთან მარცხის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნება მალევე სურს.

ჰელვინის ცნობით, ვოლკანოვსკი VS თოფურია კვლავ საღამოს მთავარი ბრძოლის სტატუსით იქნება, თუმცა ამჯერად ორთაბრძოლის გამართვის ადგილმდებარეობა ამ ეტაპზე დაუზუსტებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში