კილიან მბაპე
Aa
Aa

მესი: მბაპეს ოქროს ბურთის მოგება ყოველწლიურად შეუძლია

ლიონელ მესიმ ოქროს ბურთთან მიმართებით, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის პერსპექტივებზე ისაუბრა.

- ჰოლანდი და მბაპე წლევანდელი ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის იყვნენ. როგორ აფასებ მათ სეზონს?

„უნდა ვაღიარო, რომ ჰოლანდს წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა. მან ბევრი გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მანჩესტერ სიტისთან ერთად ტრიპლეტი შეასრულა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც მომდევნო წლებში ოქროს ბურთისთვის რეგულარულად იბრძოლებს. არ გამიკვირდება, თუ ის მალე მოიგებს.

რაც შეეხება კილიანს, აქაც დაახლოებით ასეა: ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მსოფლიო ჩემპიონატი, თავისი გოლებით კინაღამ ფინალი დაგვინგრია და წაგვაგებინა.

მე ვფიქრობ - როგორც რამდენჯერმე ვთქვი - ის არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც ოქროს ბურთი შეუძლია ყოველწლიურად მოიგოს, რადგან აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში",

- თქვა მესიმ L’Equipe-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჰოლანდს 105 ხმით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესიმ ჰოლანდს 105 ხმით გაუსწრო - ვინ ვის მისცა ხმა?
მესიმ ჰოლანდს 105 ხმით გაუსწრო - ვინ ვის მისცა ხმა?