ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილი კვლავ არ იქნება - ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „შტურმი’’ ლასკ-ს ესტუმრება. გრაცულ კლუბს ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი კვლავ ვერ დაეხმარება, მას აქილევსის მყესი აწუხებს, რის გამოც ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს. მას ასევე არ უთამაშია ბუნდესლიგის გასულ ტურში ვენის „აუსტრიასთან’’ და ავსტრიის თასზე გრაცულ დერბიში.

CrystalSport-ის ცნობით, 27 წლის ქართველი ნახევარმცველი ვენის „აუსტრიასთან'' მატჩის შემდეგ ზალცბურგში რეაბილიტაციისთვის იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს თამაშისთვის მზად კვლავ არაა.

ოთარ კიტეიშვილის მსგავსად მოედანზე კვლავ არ იქნება „შტურმის'' დანიელი ფორვარდი უილიამ ბოვინგი, რომელსაც ასევე მცირე ტრავმა აწუხებს და ბოლო მატჩებში არ უთამაშია.

გასული სეზონებისგან განსხვავებით კიტეიშვილი მძიმე ტრავმებს არ უჩივის, სტაბილურად თამაშობს, რაც მის პროდუქტიულობაზე დადებითად აისახა. ამ სეზონში „შტურმის’’ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას კვიპროსის ნაკრებს ძლიერი დარტყმით კარგი გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები