ანტონიო კასანო, რუდი გარსია
Aa
Aa

„კლუბს კიდევ ბევრი პრობლემა აქვს“ - კასანო გარსიაზე და ნაპოლიზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ Bobo TV-ზე პირდაპირი ეთერის დროს „მილანისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრაზე (2:2) ისაუბრა.

 

რა თქვა კასანომ:

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარსია ცოტას მუშაობს და მოქმედებს სენსიტიურად, რათა ზემდგომი პირები არ გაანაწყენოს. ბიჭებთან სწორი მენეჯმენტი და საუბარია საჭირო, მაგრამ „ნაპოლის“ ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მწვრთნელი, რომელიც ასე არ ფიქრობს, არ ვიცი, შეინარჩუნებს თუ არა ადგილს დიდი ხნით.

„მილანთან“ პოლიტანომ და კვარაცხელიამ ბრწყინვალე თამაში ჩაატარეს, დანარჩენები კი შედარებით ნაკლებად ჩანდნენ. მწვრთნელი სერიოზულ შეცდომას უშვებს და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამ მატჩი ლობოტკა როგორც კარგი მუშაკი, ისე თამაშობდა, მაგრამ თუ გარსია მას მოედნის ცენტრში არ დააბრუნებს „ნაპოლის“ წინსვლა და კარგად თამაში გაუჭირდება. სატურნირო ცხრილში მათ „ატალანტას“ გაუსწრეს, მაგრამ ბევრმა შეიძლება გიჟად ჩამთვალოს, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ ამ კლუბში პრობლემები კიდევ არსებობს.

რომ არა პულიშიჩისა და კალულუს ტრავმები, არ მგონია, რომ „ნაპოლი“ ამ თამაშში დაბრუნებულიყო, ამას მენიოს ორი შეცდომაც დაემატა. კიდევ ვიმეორებ, გარსია წინ მიიწევს მხოლოდ ინტუიციითა და შემთხვევითობით. იმასთან შედარებით, რასაც სპალეტი აკეთებდა და რასაც მისგან ვიყავით მიჩვეულები, ეს ძალიან ცოტაა.

10 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 4 ნოემბერს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენაა“ | სალუქვაძე კვარას მე-17 ადგილზე
„ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენაა“ | სალუქვაძე კვარას მე-17 ადგილზე