ერთადერთი ქვეყანა დარჩა | მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში?
Aa
Aa

ერთადერთი ქვეყანა დარჩა | მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში?

მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი შესაძლოა, საუდის არაბეთში გაიმართოს. რამდენიმე წუთის წინ, ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტურნირის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანაზე უარი თქვა.

ამ მომენტისთვის, 2034 წლის მუნდიალის ჩატარების სურვილი მხოლოდ საუდის არაბეთს აქვს. ფიფაში განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია და მომდევნო საათებში თუ არაფერი შეიცვალა, რისი შანსიც ძალიან მცირეა, მსოფლიო ჩემპიონატს საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

როგორც მოეხსენებათ, მომდევნო მუნდიალი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება. 2030 წელს გასამართ ტურნირს მაროკო, პორტუგალია და ესპანეთი უმასპინძლებენ, თუმცა, მატჩები არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიშიც გაიმართება.

ცნობისთვის, 2018 წლიდან მოყოლებული, საუდის არაბეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის უმასპინძლია, რომელთა შორის ფორმულა 1-ის რბოლები, გოლფის ტურნირები და კრივის სერიებია. ფრენსის ნგანუსა და ტაისონ ფიურის დაპირისპირება სწორედ საუდის არაბეთში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატივი ეცით კლუბს“ - ვინისიუსის ჯილდო და ვალენსიას პროტესტი
„პატივი ეცით კლუბს“ - ვინისიუსის ჯილდო და ვალენსიას პროტესტი