ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ჯუდ ბელინგემი 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოქროს ბურთის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ვლინდება.

გამოკითხული ხმათა უმრავლესობით, 2022/23 წლების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი დასახელდა.

20 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „ბორუსია დორტმუნდის“ შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში კი მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 13 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები