სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„პირველმა გოლმა ისინი მენტალურად გააძლიერა“ | პიოლი ფრით უკმაყოფილოა

სერია A-ს მე-10 ტურის „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. მილანელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ლიდერ „ინტერთან“ სხვაობა 3 ქულამდე გაიზარდა.

„სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართული შეხვედრა ლომბარდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ასე შეაფასა:

„ვფიქრობ, მთავარი შეცდომა მაშინ დავუშვით, როცა მეტოქეს პირველი გოლის გატანის საშუალება მივეცით, ამან ისინი მენტალურად გააძლიერა და მუხტი მისცა. ამ გოლამდე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და როცა ასეა, სადავეები ხელიდან არ უნდა გაგექცეს.

ორი გოლი გავიტანეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენი მომენტი შევქმენით, რეალიზების პროცენტით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. შეტევაში გაცილებით ზუსტები უნდა ვყოფილიყავით, ახლა კი ქულით იმედგაცრუებულები ვართ.

თამაში 2:2-ის შემდეგაც არ შეგვიწყვეტია და საგოლე შანსებიც შევქმენით, თუმცა მომენტები „ნაპოლისაც“ ჰქონდა. პასიურად არც ერთ გუნდს უთამაშია.

„ნაპოლი“ არის გუნდი, რომელსაც ხარისხი მოჭარბებულად აქვს და რთულია, მთელი მატჩის განმავლობაში მათ წინააღმდეგ თავი ეფექტურად დაიცვა. თუმცა, ვფიქრობ, დღეს ეს საკმაოდ კარგად გავაკეთეთ“, - აღნიშნა პიოლიმ.

„როსონერის“ არც ისე კარგი ოქტომბრის თვე გამოუვიდა და ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - „ჯენოასთან“.

პიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართავს, რასაც შუა კვირაში პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემმა ზიდანის მიღწევა გააუმჯობესა
ბელინგემმა ზიდანის მიღწევა გააუმჯობესა