ხვიჩა კვარაცხელია, ტიციანო კრუდელი
Aa
Aa

კრუდელი: კვარა კვლავ გალიაში უნდა ჩავსვათ, თორემ ტკივილს მოგვაყენებს

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა და „მილანის“ დიდმა გულშემატკივარმა ტიციანო კრუდელიმ, კვირას „ნაპოლი“ „მილანის“ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც შეეხო.

„როსონერი გაუწონასწორებლად გამოიყურება, შეტევაში არასაკმარისად კარგები ვართ. ნაპოლისთან მატჩის წინ, თავს ცუდად ვგრძნობ. მილანი ამჟამად წინსვლისთვის შესაძლებლობებს ვერ ქმნის.

თუ, დავმარცხდით პიოლის მოხსნიან? ეს ჰიპოთეზაა... ჩემი აზრით, ეს იმდენად მწვრთნელის პრობლემა არ არის, რამდენადაც გუნდის, რომელსაც რაღაც კუთხით გარკვეული მოთამაშეები აკლია. შეტევაში ალტერნატივის მიმცემი.

კვარაცხელიას წინააღმდეგ, დაგვჭირდება, თუ არა შარშანდელის მსგავსი გალია? აუცილებლად, იმედია ასე იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტკივილს მოგვაყენებს, წმინდაო პოლეტა! შარშანდელი მოგონებები კარგია, მაგრამ წარსული წარსულია. დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ. დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება“.

- განაცხადა კრუდელიმ Radio Marte-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანის“ მატჩი კვირას, 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ოსიმენზე გადამწყვეტი ფეხბურთელია“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარაცხელია ოსიმენზე გადამწყვეტი ფეხბურთელია“ - იტალიელი ჟურნალისტი