მილანი, პსჟ, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: “მჯერა, რომ მილანმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა“

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „პარი სენ ჟერმენმა“ „მილანს“ უმასპინძლა და უშანსოდ 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„პარი სენ ჟერმენის“ ზეწოლის გათვალისწინებით, ბურთის შენარჩუნება ადვილი არ იყო. რეალურად, ამაზე უკეთ თამაში ნამდვილად შეგვიძლია. მძიმე მარცხია. მე მჯერა, რომ გუნდმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ეს ყველაფერი უკეთესად უნდა გაკეთებულიყო.

ჩვენს მოწინააღმდეგეს უკეთესი ხარისხი და მეტი შანსი ჰქონდა. შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. მიუხედავად წაგებისა, ჯგუფში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. იტალიაში სულ სხვანაირ „მილანს“ იხილავთ."

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „დორტმუნდმა“ სტუმრად „ნიუკასლი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილი საკმაოდ საინტერესო გამოიყურება.

ამ მომენტისთვის, ჯგუფს 6 ქულით „პარი სენ ჟერმენი“ ლიდერობს. 4-4 ქულას ინაწილებენ „დორტმუნდი“ და „ნიუკასლი“, თუმცა მეორე ადგილზე გერმანული გუნდია. ბოლო პოზიციაზე კი 2 ქულით „მილანი“ მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს
ანჩელოტი: ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს