ფაბიო კანავარო
Aa
Aa

„დაცვაში მოსამატებელი აქვთ“ | კანავარომ ნაპოლიზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ La Gazzetta dello Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. კანავარო „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრას შეეხო, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ „ნაპოლის“ მოსაგები თამაში ელოდება.

„გერმანელები ნაპოლისთან მატჩს ზედიზედ 8 წაგებით ხვდებიან. პარტენოპეიმ მეტოქეს პატივი უნდა სცეს და უნიონ ბერლინთან გასამართი ორივე შეხვედრა მოიგოს, რათა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური გაინაღდოს. უნიონ ბერლინთან წარმატება თვითრწმენის დასაბრუნებლად და ჩემპიონატში წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაში უნდა მოუმატოს პარტენოპეიმ? დაცვით ფაზაში აქვს მოსამატებელი. გუნდი ბურთის მეტოქის საჯარიმოსთან დაბრუნებასაა შეჩვეული და ამ მხრივ, კვლავ კარგი სტატისტიკა აქვს, მაგრამ სტაბილურობა და მრისხანება აკლია. როცა ნაპოლის პრესინგის დაბლა ჩამოწევა და გრავიტაციის ცენტრის შეცვლა უწევს, პრობლემები ექმნება. მოკლედ, ამ ფეხბურთელებმა, გამომდინარე იმ სწავლებიდან, რაც მიიღეს, არ იციან, „სახლში“ როგორ დარჩნენ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინის“ დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა