თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ერთი გადაცემა სამმაგ დუბლამდე - შენგელიამ სასარისთან გაიბრწყინა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „სასარის“ დაუპირისპირდა და 14 ქულის სხვაობით, 80:66 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 30 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლის დაფიქსირება შეძლო და სამმაგ დუბლამდე 1 ასისტი დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა ჩააგდო, 12-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 9 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შენგელიას ანგარიშზე 4-დან 4 საჯარიმო სროლა და 5-დან 3 ორქულიანი იყო. ასევე, სამქულიანის ჩაგდების ერთი მცდელობაც ჰქონდა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით, რომელიც 27-ს შეადგენდა, თოკო ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, ქულების რაოდენობით კი საკუთარი გუნდიდან ავუდუ აბასმა (14 ქულა)  და ჯალენ სმიტმა (13 ქულა) აჯობეს.

4 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს „ბრეშასთან“ და „ვენეციასთან“ ერთად ლიდერობს, რომლებსაც ასევე 4-4 მოგება აქვთ. ბოლონიელები მომდევნო შეხვედრას ამჯერად ევროლიგაზე გამართავენ. 27 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას გუნდის მეტოქე „ლიონი“ იქნება. მატჩი საფრანგეთში, საქართველოს დროით 22:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შედეგიანი მატჩები - ბითაძემ და მამუკელაშვილმა NBA-სთვის მზადება დაასრულეს
შედეგიანი მატჩები - ბითაძემ და მამუკელაშვილმა NBA-სთვის მზადება დაასრულეს