ალექს ვოლკანოვსკი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი: შესაძლოა, ეს შურისძიება სულელური გადაწყვეტილება იყო

ალექსანდრე ვოლკანოვსკიმ ისლამ მახაჩევთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ამ ბრძოლაზე მოუმზადებლად დათანხმებას სულელური გადაწყვეტილება უწოდა

„მან დამიჭირა. ბრძოლის წინ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მე მზად ვიყავი და ჩხუბისთვის დამუხტული ვიყავი, მაგრამ რა ვთქვა - ისლამმა თავში ამ დარტყმით დამიჭირა.

არ მინდა საბაბი გამოვიგონო. მომზადება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე თვითონ დავთანხმდი ამ ბრძოლას. ხდება ისე, რომ გადაწყვეტილებას იღებ და შემდეგ ინანებ. ეს მჭირდებოდა. ეს ფულზე ბევრად მეტი იყო. არ ვიცი, შესაძლოა, ეს შურისძიება სულელური გადაწყვეტილება იყო.

იქნებ ეს არის ჩემი სასჯელი ასეთი სულელური საქციელისთვის. ალბათ, უნდა დავუბრუნდე ნახევრადმსუბუქ წონას და იქ თავი გამოვიჩინო. მინდოდა იანვრამდე უსაქმოდ არ ვყოფილიყავი.

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ოჯახი და ბრძოლაა. შესაძლოა ხელის ოპერაციამ და ჩემი ქალიშვილის დაბადებამ ჩემზე იმოქმედა, მაგრამ არ მინდა თავი ვიმართლო. ვფიქრობდი შემეძლო.

არ ვიტყვი, რომ მსუბუქ წონაში დავასრულე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისლამს კვლავ ვებრძოლო“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქ წონაში ქამარი დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიმაევის ბრწყინვალე გამარჯვება უსმანთან - ხამზატი კვლავ დაუმარცხებელია
ჩიმაევის ბრწყინვალე გამარჯვება უსმანთან - ხამზატი კვლავ დაუმარცხებელია