კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | დინამო ბათუმმა და დილამ ქულები გაიყვეს
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | დინამო ბათუმმა და დილამ ქულები გაიყვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, ჩემპიონატის ლიდერი, „დინამო ბათუმი“ საკუთარ კედლებში გორის „დილას“ დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა. ანდრეი დემჩენკომ ყოფილი გუნდი ვერ დაამარცხა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გორელებმა გახსნეს. მე-12 წუთზე, გიორგი გაფრინდაშვილის მიერ გარე ტერფით გაკეთებულ გადაცემას მიკოლა კოვტალიუკის ტექნიკური დარტყმა და გოლი მოჰყვა. „დინამო ბათუმმა“ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. 42-ე წუთზე, ბენჟამინ ტეიდის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი ზარიამ გარდასახა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „დილამ“ ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ, ქულა პირველად აიღო, „დინამო ბათუმმა“ კი ფრე მეორე შეხვედრაში ითამაშა.

აჭარლები პირველ ადგილზე იმყოფებიან და კომფორტული უპირატესობაც აქვთ. დემჩენკოს გუნდის ანგარიშზე 64 ქულაა და უშუალო მდევარს, „დინამო თბილისს“ 9 ქულით უსწრებენ, თუმცა თბილისელებს ერთით ნაკლები თამაში აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“