ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: „საუდის არაბეთში ფულის გამო მიდიან, ეს ფეხბურთისთვის ცუდია“

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა საუდის არაბეთისა და აშშ-ს საფეხბურთო ჩემპიონატებზე ისაუბრა. გერმანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მხოლოდ ფულის გამო მიდიან და ეს ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია.

- როგორ აფასებთ ფეხბურთის განვითარებას? მესი აშშ-ში წავიდა, მაღალი დონის ფეხბურთელთა უმრავლესობა კი საუდის არაბეთში მიდის. კარგავს თუ არა ევროპა საფეხბურთო ცენტრის სტატუსს?

„ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი დალაგებულია. შესანიშნავი კარიერა მქონდა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ ცოტა ხანი კიდევ გაგრძელდება. კონკრეტული გეგმა მაქვს შემუშავებული და ვიცი, რომ რეალი ჩემი ბოლო კლუბია. თუმცა, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, ვთვლი, რომ განვითარების ეს ვექტორი ფეხბურთისთვის კარგი არ უნდა იყოს. მესის ინტერ მაიამიში წასვლაში პრობლემას ვერ ვხედავ, საუდის არაბეთზე კი იმავეს ვერ ვიტყვი და ფინანსურ საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, ბევრი დეტალია გამოსაყოფი.

ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში კარიერის ბოლოს წავიდა, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც პიკში იმყოფებიან, აქვთ უნარი, რომ ევროპის ტოპ კლუბში ითამაშონ და საუდის არაბეთში გადადიან... ისინი ამ გადაწყვეტილებას ფულის გამო იღებენ და ეს ფეხბურთის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის გამო, ფეხბურთისთვის, როგორც სპორტისთვის, რომელსაც ვიცნობთ და გვიყვარს, ყველაფერი რთულდება“.

ცნობისთვის, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც საუდის არაბეთს ახალგაზრდულ ასაკში მიაშურა და ევროპის ტოპ კლუბში თამაშის პოტენციალი ჰქონდა, გაბრი ვეიგა გახლავთ. კროოსმა იგი წარსულშიც გააკრიტიკა და მის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ან სეხუდო მინდა, ორი ბრძოლა და ნომერ პირველი ვიქნები“
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ან სეხუდო მინდა, ორი ბრძოლა და ნომერ პირველი ვიქნები“