საბა საზონოვი
Aa
Aa

ტორინოს თავკაცი: „საზონოვი თავს კარგად გრძნობს“

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „გრანატა“ მომდევნო შეხვედრას „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და იურიჩმა დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელი, საბა საზონოვი გამოჯანმრთელდა.

„გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებში მუშაობის სურვილს ვხედავ, რაც ძალიან მსიამოვნებს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს მინდორზე გადავიტანთ და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. ინტერი იუვენტუსზე ძლიერი გუნდია. ისინი კარგად მოძრაობენ და ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს. განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ასე რომ, რთული შეხვედრა გველოდება.

ტრავმირებულ მოთამაშეებს რაც შეეხებათ, იმედი მაქვს, ბუონჯორნო და საპატა მომდევნო კვირისთვის სრულად გამოჯანმრთელდებიან. საბა საზონოვი თავს ძალიან კარგად გრძნობს. ზიმას ტკივილი აწუხებს, მაგრამ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, ჯიჯი კი ისევ ვერ გვეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ინტერის“ დაპირისპირება 21 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. საბას „ვერონასთან“ მიღებული ტრავმა აწუხებდა და იტალიური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, იგი „ნერაძურისთან“ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ან სეხუდო მინდა, ორი ბრძოლა და ნომერ პირველი ვიქნები“
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ან სეხუდო მინდა, ორი ბრძოლა და ნომერ პირველი ვიქნები“