როდრი, ჰალანდი
Aa
Aa

როდრი: “ჰოლანდი დიდი ფიგურაა, მაგრამ ოქროს ბურთს მესი მოიგებს“

30 ოქტომბერს 2023 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გახდება ცნობილი. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლიონელ მესის უკვე უთხრეს, რომ გამარჯვებული სწორედ ის იქნება და კარიერაში მე-8 ოქროს ბურთს დაეუფლება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ გააკეთა, რომელიც 30-კაციან განაცხადში მოხვდა.

როდრი:

„ვფიქრობ, რომ ამ ჯილდოს ლიონელ მესი მოიგებს. ერლინგ ჰოლანდიც დიდი ფიგურაა, მაგრამ წელს მაინც ვფიქრობ, რომ ჯილდო არგენტინელს დარჩება. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ნომინანტებს შორის მოვხვდი, მაგრამ უშანსოდ ვარ.

ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, რომელსაც ბევრი მარკეტინგული წინაპირობა ახლავს. ამისთვის მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა. შესაბამისი პიარიც უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, თავის დროზე სწორედ ეს დააკლდათ ჩავის და ინიესტას. ინდივიდუალურ ტიტულებზე არ ვფიქრობ, ჩემი საზრუნავი კოლექტიური ჯილდოებია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები