ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ კვარა წავა. კონტესთვის რომა უფრო მომგებიანი იქნება“ - საფეხბურთო აგენტი

ცნობილმა იტალიურმა საფეხბურთო აგენტმა, მასიმო ბრამბატიმ TMW Radio-ს ეთერში ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის უფრო მომგებიანი „რომაში“ მუშაობა იქნება.

რას ამბობს ბრამბატი:

„რომას“ პროექტში უფრო მეტი მარჟა აქვს, ვიდრე „ნაპოლის“. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში კლუბს პიოტრ ჟელინსკი და ვიქტორ ოსიმენი დატოვებენ და ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში არც ხვიჩა კვარაცხელია დარჩება. შესაბამისად, „რომას“ გასაუმჯობესებლად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. თუ კონტეს მსგავსი მწვრთნელის მოყვანას გეგმავ, მას შესაბამისი ტექნიკური პროექტიც უნდა დაახვედრო, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ახლა ასეთი პროექტი „რომას“ ექნება. კონტეს ლუკაკუსთან და დიბალასთან მუშაობის გამოცდილება აქვს და ეს ფეხბურთელები მის ხელში კარგად ვარჯიშობდნენ. ვფიქრობ, რომ მას ამ კლუბის განვითარება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ სეზონის შუა ნაწილში არცერთ კლუბს არ ჩაიბარებს. იტალიური მედია ამტკიცებს, რომ 56 წლის სპეციალისტმა „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზება უარით გაისტუმრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა დაბრუნდა“ | Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში კვარაზე დაწერა
„ხვიჩა დაბრუნდა“ | Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში კვარაზე დაწერა