ნაპოლი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

“სხვის აწყობილ გუნდში არ მივალ“ - კონტე ნაპოლის შეთავაზებაზე

როგორც მოგეხსენებათ, აურელიო დე ლაურენტისს რუდი გარსიას ნაცვლად ანტონიო კონტეს დანიშვნა სურდა, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა „ნაპოლის“ პრეზიდენტს უარი უთხრა.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კონტე ჟურნალისტებს ესაუბრა.

კონტე:

„მსურს, თუ არა „ნაპოლის“ ან „რომას“ გაწვრთნა? ამ გამოცდილებას სიამოვნებით მივიღებდი, რადგან ორივე კლუბში დიდი ვნება არსებობს. იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობა გაჩნდება. მე არ მივდივარ ისეთ გუნდში, რომელიც სხვისი აწყობილია და სეზონი უკვე დაწყებულია. ეს გუნდის მოტაცებას ჰგავს.

რას ვნანობ ყველაზე მეტად? „იუვენტუსიდან“ წასვლას. ამას 3 წლის შემდეგ მივხვდი. რატომ წავედი? იმიტომ, რომ პრობლემები უკვე წვრილმანებშიც იყო და ასეთ დროს, აუცილებლად უნდა წახვიდე, სიტუაციას ვერ დაარეგულირებ.“

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას დანიშვნის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სერია ა-ს 8 მატჩიდან 4 მოიგო, 2 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

ამ მომენტისთვის, „პარტენოპეი“ სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავს კარგად გრძნობს - ოსიმენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
თავს კარგად გრძნობს - ოსიმენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა