ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ლევან შენგელია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

პენალტის დარტყმა მასაც სურდა, მაგრამ შევთანხმდით - მიქაუტაძე ქოჩორაშვილზე

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრებმა „მიხეილ მესხზე'' კვიპროსი 4:0 გაანადგურა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდს გოლები ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაუტანეს.

გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გამოიყენა, თუმცა შესრულება ქოჩორაშვილსაც სურდა. მიქაუტაძე პენალტის ეპიზოდზე: „პენალტის დარტყმა ქოჩორაშვილსაც სურდა, მეც მინდოდა. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პენალტს მე დავარტყამდი''.

მატჩის შემდეგ მედიასთან მიქაუტაძემ, კიტეიშვილმა და შენგელიამ ისაუბრეს.

 

6 ტურში საქართველოს ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა, 5-გუნდიან ჯგუფში მხოლოდ კვიპროსს უსწრებს, რომელიც 0 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია. საქართველომ კვიპროსს ორივე მატჩი მოუგო. გარდა ამისა, ქულა ნორვეგიასთან საშინაო შეხვედრაში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები