ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„KVARASHOW და მატჩის მთავარი გმირი“ - ნაპოლის და მედიის გამოხმაურება

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში გოლები ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.

დღევანდელი შეხვედრა ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით იყო გამახვილებული. გოლის გარდა, ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიას გოლის ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კვარას თამაშის შესახებ რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, მანამდე კი ხვიჩას კარგ თამაშს „ნაპოლის“ ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა:

NAPOLI SSC:

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში კვიპროსის წინააღმდეგ გამართული მატჩის მთავარი გმირი იყო, რომელიც საქართველოს გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. კვარამ მეორე გოლი საჯარიმოში ელვისებური შერბენით გაიტანა, მესამე გოლის დროს კი საგოლე გადაცემა შეასრულა.

TUTTOSPORT.COM:

კვარაცხელიას შოუ: გოლი და საგოლე პასი კვიპროსის წინააღმდეგ. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში „ნაპოლის“ გარემარბი საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსთან გამარჯვებაში მთავარი გმირი იყო. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში საქართველომ კვიპროსის ნაკრები მარტივად, 4:0 დაამარცხა. დაბალანსებული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა, ქართველებმა მეორე ნახევარში შეძლეს გარდატეხის შეტანა. ხვიჩამ ანგარიში 2:0 გახადა, შემდეგ კი შენგელიას გაატანინა.

CALCIONAPOLI24:

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა. საქართველომ კვიპროსს 4:0 მოუგო, იტალიის ჩემპიონმა კვარაცხელიამ კი თავი 58-ე წუთზე გოლით გამოიჩინა და შემდეგ თანაგუნდელს დაეხმარა ლამაზი გოლის გატანაში. კვარაცხელიასთვის ეს ეროვნული გუნდის ბოლო ორ მატჩში მეორე გოლია. რამდენიმე დღის წინ მან ტაილანდის ნაკრებთანაც გაიტანა.

SPORT.ES

ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭი დანარჩენებთან შედარებით 1 თავით მაღლა დგას. საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩავარდნილი მატჩების შემდეგ, კვიპროსთან გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით, მან საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო. კვარაცხელიამ გვაჩვენა, რომ სხვა ფეხბურთელებს საგრძნობლად უსწრებს თავისი გუნდის ყველა მოქმედებაში, განსაკუთრებით კი შეტევაში მთავარ გმირად მოგვევლინა. „ნაპოლის“ შემტევისთვის, ეს ეროვნული გუნდის მაისურით მე-12 გოლი იყო. ამ ნიშნულს მან 26 მატჩში მიაღწია. ის დღეს ვილი სანიოლის გუნდის აშკარა ლიდერია.

საქართველო 4:0 კვიპროსი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში მეორე მატჩი მოიგო და ისევ უქულო კვიპროსს აჯობა. სანიოლის გუნდმა 7 ქულა მოაგროვა, ცხრილის მე-4 ადგილზეა და ნორვეგიას 3 ქულით ჩამორჩება. ჩვენი გუნდი „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას ნოემბერში დაასრულებს, როცა 16 ნოემბერს ჯერ შოტლანდიას უმასპინძლებს, 19-ში კი ესპანეთს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისუფლება აქვთ, უნდა დაინახონ როგორ შეუძლიათ მეტოქის სისუსტეების გამოყენება“
„თავისუფლება აქვთ, უნდა დაინახონ როგორ შეუძლიათ მეტოქის სისუსტეების გამოყენება“