მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო: „მერაბმა თუ ასე გააგრძელა, UFC-დან გაუშვებენ“

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილს მიმართა. „ტრიპელ სიმ“ საჩემპიონო ბრძოლაში „მანქანის“ მონაწილეობის შანსები შეაფასა და განაცხადა, რომ თუ მერაბმა არაფერი შეცვალა, არის შანსი, UFC-დან გაუშვან.

„დვალიშვილს საკუთარი თავი ვინ ჰგონია? ფიქრობს, რომ შონ ომალის გამოწვევა საკმარისია? აქ ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. UFC-ი ხედავს მერაბს როგორი სტილი აქვს და ხვდება, რომ არის შანსი, ეს ძალიან დიდ პრობლემად იქცეს. ალჯამეინ სტერლინგი მეტოქეების პარტერში გადაყვანამდე, მცირე დროს დგომში მაინც ატარებდა, მერაბმა კი მხოლოდ მოწინააღმდეგის წნეხში მოქცევა და თეიქდაუნის მცდელობების განხორციელება იცის.

UFC-ში ხვდებიან, რომ მისი სტილი ომალისთვის სახიფათოა და მერაბ, როგორ გგონია? რას იზამენ? მე გეტყვი! გამოგტოვებენ! რაღაც გააკეთე! რაღაც შეცვალე, თორემ არაფერი გამოგივა და გამოგაშრობენ. შონ ომალი ან დენა უაითი ერთ დღეს არ გაიღვიძებენ და არ გადაწყვეტენ, რომ ჯეკპოტი მოიგე და საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიიღო. აქ ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. სამწუხაროდ, UFC-ი არაა ოლიმპიადა. UFC-ი არაა 16-კაციანი შეჯიბრი, რომელშიც მართლა საუკეთესო იმარჯვებს. UFC-ი მარკეტინგული კომპანიაა და აქ ბევრი მებრძოლია, რომლებიც საჩემპიონო ქამრებს ფლობენ, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესოები არ არიან. UFC-ში ტიტულის ფლობა არ ნიშნავს, რომ ნომერ პირველი ხარ. აქ სხვა რამაა მთავარი. ეს არაა ოლიმპიადა. აქ მნიშვნელოვანი სანახაობაა და შენ ეს არ გესმის.

პირადად მე, საჩემპიონო ქამრისთვის ნებისმიერ მეგობარს ვეჩხუბებოდი და ჩემსა და შენს მენტალიტეტს შორის განსხვავება სწორედ ესაა. ჩემამდე მოსული ინფორმაციით, შემიძლია გითხრა, რომ UFC-ის საერთოდ არ მოსწონხარ. ასე რომ, ორი არჩევანი გაქვს. ან საჩემპიონო ბრძოლას დაელოდები და ორგანიზაციას უფლებას მისცემ, გამოგაშროს ან შეგიძლია, ტრიპელ სის ეჩხუბო. თუ ჩემნაირ მებრძოლს გაცდები, UFC-სთან მოლაპარაკებებისას უფრო ძლიერი ბერკეტი გექნება და ეს ძალიან გამოგადგება. თავზე თმა გადაინერგე და ახლა იგივე კვერცხებზე უნდა გააკეთო. 20 იანვარს შევხვდებით!

არის შანსი, რომ UFC-იმ დვალიშვილის გაშვებაც გადაწყვიტოს. პიოტრ იანთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების გარდა რა გაუკეთებია? სანახაობა, საოცარი ნოკაუტები ან საბმიშენები არ გაქვს. მსაჯების გადაწყვეტილებებით იგებ, მთელი ბრძოლის განმავლობაში ჭიდაობ და საკმარისად სანახაობრივ ჩხუბებს ვერ ატარებ, რომ UFC-იმ შენთვის სატიტულო ბრძოლის მოცემა გადაწყვიტოს. პირიქით, ორგანიზაციიდან გაგიშვებენ. რაღაც შეცვალე ან მიიღე ბრძოლები, რომლებსაც გთავაზობენ, თორემ გაგიშვებენ. წარსულში ეს ბევრჯერ გაუკეთებიათ და UFC-ი მზად იყო, კოლბი კოვინგტონიც გაეშვა. დვალიშვილმა UFC-ზე სხვა კუთხით უნდა დაიწყოს ფიქრი და რაღაც განსხვავებული გააკეთოს. ნუ დაჰყვები ალჯოს, ეს კარგს არაფერს მოგიტანს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა MMA-ში 20 ბრძოლა ჩაატარა და 16 გამარჯვება მოიპოვა. სეხუდოს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 16 მოგება და 3 მარცხია. 2023 წლის მაისში, იგი ალჯამეინ სტერლინგს დაუპირისპირდა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიასთან ჯერ არ იჩხუბებს | ვოლკანოვსკი ჩარლზ ოლივეირას ჩაანაცვლებს
თოფურიასთან ჯერ არ იჩხუბებს | ვოლკანოვსკი ჩარლზ ოლივეირას ჩაანაცვლებს