ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ - ილია საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება. „ელ მატადორი“ ესპანური სატელევიზიო გადაცემის, El Hormiguero-ს სტუმარი გახლდათ და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

ილიას მიხედვით, არის რამდენიმე დეტალი, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, მაგრამ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და დიდი ალბათობით, ბრძოლა იანვარში გაიმართება. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდება, ვინც UFC-ში ქამრისთვის იჩხუბებს და მისი და „ვოლკის“ დაპირისპირებას ტორონტოში ჩანიშნულ UFC 297-ზე ვიხილავთ.

„არაფერ განსაკუთრებულს არ ვგრძნობ, როცა ჩემს მომდევნო მეტოქედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის ასახელებენ. არასდროს მაინტერესებდა, ოქტაგონზე ჩემ წინააღმდეგ ვინ იდგა. ყოველთვის ვიცოდი, რომ მოვიდოდა დრო, როცა საჩემპიონო ქამრისთვის ვიჩხუბებდი. ალექსს უდიდეს პატივს ვცემ და სწორედ ამიტომ, თავდაუზოგავად ვმუშაობ. ბევრისთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ 100 პროცენტით მჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მე ვარ“, - განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ბოლო საჩემპიონო ბრძოლაში იაირ როდრიგესი დაამარცხა, ილია თოფურიამ კი ჯოშ ემეტს მოუგო. „ვოლკს“ კარიერაში მხოლოდ 2 მარცხი აქვს და ისლამ მახაჩევთან და კორი ნელსონთან წააგო, „ელ მატადორი“ კი ჯერჯერობით წაგების გარეშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანჩო წავა? - იჯარით დორტმუნდი და იუვენტუსი ინტერესდებიან
სანჩო წავა? - იჯარით დორტმუნდი და იუვენტუსი ინტერესდებიან