ბარსელონა, მადრიდის ატლეტიკო, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ატლეტიკომ ფელიქსის ფასი დაასახელა - ბარსას მისი გამოსყიდვა გაუჭირდება

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ ფელიქსი „ბარსელონას“ იდეალურად მოერგო და ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი შემტევი კატალონიურ გრანდში იჯარის წესით თამაშობს. ლაპორტას გეგმა, რა თქმა უნდა, მისი გამოსყიდვაა, მაგრამ თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბარსას ეს ყველაფერი გაუჭირდეს.

Diario As იუწყება, რომ „როხიბლანკომ“ ჟოაუს ფასი დაასახელა. თუ კატალონიურ გრანდს მისი გამოსყიდვა ენდომება, 80 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

საკითხავი ახლა ის არის, შეუძლია, თუ არა „ბარსელონას“ ამ რაოდენობის თანხის გადახდა. შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანაში“ ახლა ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და მეტიც, ფელიქსს, რომ ბარსაში ეთამაშა, ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა.

შეგახსენებთ, ფელიქსმა „ბარსელონას“ მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 7-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი: “ბელინგემი რეალში თამაშისთვის არის დაბადებული“
ვინისიუსი: “ბელინგემი რეალში თამაშისთვის არის დაბადებული“