თუ დარჩენა უნდა - დე ლაურენტისი ზიელინსკის ხელფასის შემცირებას სთხოვს
Aa
Aa

თუ დარჩენა უნდა - დე ლაურენტისი ზიელინსკის ხელფასის შემცირებას სთხოვს

პიოტრ ზიელინსკიმ 2023 წლის ზაფხულში საუდის არაბეთიდან არსებული მსუყე შეთავაზება დაბლოკა და ნეაპოლში დარჩენა ამჯობინა.

პოლონელმა ნახევარმცველმა თავისი კარიერისთვის ევროპაში დარჩენა სწორ ნაბიჯად მიიჩნია. 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და 9 შეხვედრაში 3 გოლი 3 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

და როგორ დაუფასდა ზიელინსკის ეს ყველაფერი? Il Mattino-ს ცნობით, პოლონელს ხელშეკრულება 2024 წელს უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება. დე ლაურენტისი კი მას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ არა ხელფასის გაზრდას, არამედ შემცირებას სთავაზობს.

თუ, ზიელინსკი ანაზღაურებას არ შეიმცირებს, მას გაუშვებენ. პოლონელი ამჟამად 3.5 მილიონ ევროს იღებს.

მსგავსი მიდგომიდან გამომდინარე, დიდი შანსია პოლონელმა ზაფხულში გუნდი დატოვოს.

ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის პირობები დღემდე არ აქვს გაუმჯობესებული. დე ლაურენტისი ანაზღაურების გაზრდის ნაცვლად, თავიანთ ლიდერებს მის შემცირებას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კიტეიშვილის კარგი მატჩი და შტურმის გამარჯვება
ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კიტეიშვილის კარგი მატჩი და შტურმის გამარჯვება