ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„6-თვიანი იმედგაცრუება დასრულდა“ | Daily Mail-მა კვარაცხელიაზე დაწერა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა იტალიის სერია A-ს გასულ ტურს ვრცელი სტატია მიუძღვნა. Daily Mail-მა მნიშვნელოვან მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშიც არ გამოჰპარვია.

„ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი 2023 წლის მარტის შემდეგ პირველად გაიტანა. 6-თვიანი ლოდინი, ბრაზის, გაღიზინებისა და იმედგაცრუების 180 დღეზე გრძელი პერიოდი უდინეზესთან გამართულ შეხვედრაში დასრულდა, რომელიც პარტენოპეიმ 4:1 მოიგო.

ოსიმენის მსგავსად, ხვიჩამაც იმ მატჩში გაიტანა, რომელიც ნაპოლის ბედისთვის გადამწყვეტი გახლდათ. პარტენოპეიმ სერიოზულად გარისკა და შეიძლებოდა, ტიკტოკზე გავრცელებული და შემდეგ წაშლილი შოკისმომგვრელი ვიდეოს გამო, სკანდალის ქვეშ მოყოლილიყო.

2023 წლის 19 მარტიდან, 2023 წლის 27 სექტემბრამდე კვარაცხელიასთვის ბევრი რამ შეიცვალა. ოსიმენი განსხვავებულად მოძრაობს, ლობოტკა აღარაა პასის მიცემის პირველი ოპცია, ზამბო ანგისა კი ბევრად ნაკლებს დარბის, ვიდრე ლუჩანო სპალეტის დღეებში დარბოდა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩესთან“ ელის. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამწუხაროა, რაც მოხდა“ | ოსიმენის საქმეში ნიგერიის მთავრობაც ჩაერთო
„სამწუხაროა, რაც მოხდა“ | ოსიმენის საქმეში ნიგერიის მთავრობაც ჩაერთო