ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მარიო ბალოტელი
Aa
Aa

ეს რომ მესის შეეგდო, ამ გოლზე დიდხანს ისაუბრებდნენ - ბალოტელი კვარაზე

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს რომ მესის შეეგდო, ამ გოლზე დიდხანს ისაუბრებდნენ, ანალოგიურად ვფიქრობ სამარჯიჩის გოლზე. კვარა სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ნასრი რაღაც სხვა იყო, ნამდვილი ფენომენი. მასთან ერთად ვთამაშობდი, საოცარი ტექნიკა ჰქონდა, თითქოს თვალები ფეხებზე ჰქონდა’’.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 26-მატჩიანი უგოლო სერია „უდინეზესთან'' შეწყვიტა. აღნიშნულ შეხვედრაში საოცარი გოლი გაიტანა, საგოლე პასი შეასრულა და პენალტი მოიპოვა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ხვიჩა კვარაცხელიამ 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

6 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩესთან“ ელის. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები