ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

სასჯელს გადაურჩა - ოსიმენმა ბოდიში მოიხადა

სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონიას“ ვერ მოუგო. რუდი გარსიამ კი ვიქტორ ოსიმენი შეცვალა. ამ ფაქტმა ნიგერიელი თავდამსხმელი გააღიზიანა და უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა.

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორი უნდა დასჯილიყო, თუმცა ასე არ მოხდა. CalcioNapoli-ს ცნობით, ოსიმენი სანქციებს გადაურჩა, რადგან რუდი გარსიას პირისპირ ესაუბრა და ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა. ამ ფაქტზე რუდი გარსიამ საჯაროდ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი შეცდა, როდესაც ცვლილების გამო უკმაყოფილება გამოხატა. ამის შემდეგ, იტალიურმა მედიამ დაწერა, რომ მწვრთნელსა და კვარას შორის ურთიერთობა დალაგდა.

CalcioNapoli იმასაც წერს, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებს დისციპლინა აკლიათ, რადგან მწვრთნელის გადაწყვეტილებებს ფეხბურთელები ღიად აკრიტიკებენ. „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ მეტი სიმკაცრეა საჭირო.

შეგახსენებთ, 5 ტურის შემდეგ, რუდი გარსიას გუნდს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „ნაპოლი“ „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლო მონაკო: “გარსია ხვიჩას თავისი პროექტის მთავარ ფიგურად არ თვლის“
ლო მონაკო: “გარსია ხვიჩას თავისი პროექტის მთავარ ფიგურად არ თვლის“