ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, რუდი გარსია
Aa
Aa

შესაძლოა, ოსიმენი დასაჯონ - დი ლორენცო მკაცრად ესაუბრა

Il Mattino-ს ინფორმაციით, „ნაპოლიმ’’ შესაძლოა ვიქტორ ოსიმენი შეუსაბამო ქცევის გამო დასაჯოს. მიზეზი „ბოლონიასთან’’ მატჩში დაფიქსირებული ფაქტია, როცა ნიგერიელმა შეცვლის გამო რუდი გარსიას მიმართ აღშფოთება გამოხატა, ოსიმენი ძალიან გაბრაზებული იყო, მოედნის დატოვება არ სურდა.

ოსიმენის ქმედებით გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო უკმაყოფილო დარჩა. ამ თემაზე იტალიელმა საჯაროდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი დამოკიდებულება საჭირო არაა. Il Mattino-ს ინფორმაციით, ოსიმენსა და დი ლორენცოს შორის გასახდელში მკაცრი საუბარი შედგა.

შეგახსენებთ, იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო 11-ეულში ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს.

ვიქტორ ოსიმენს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა, Sofascore-მა 5,6 დაუწერა, რაც ძალიან დაბალი შეფასებაა. როცა გარსიამ ოსიმენი შეცვალა, ნიგერიელმა უკმაყოფილება გამოხატა. მოგეხსენებათ, შეცვლის გამო გარსიას მიმართ უარყოფითი რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა („ჯენოასთან'' და „ბრაგასთან''), თუმცა „ბოლონიასთან'' კვარაცხელია მწვრთნელის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.

დი ლორენცოს მოსაზრება კვარაცხელიასა და ოსიმენის რეაქციებზე რუდი გარსიას მიმართ: „მატჩის მიმდინარეობისას სტაბილურობა და თანმიმდევრულობა უნდა შევინარჩუნოთ, დღეს ეს ჩვენი ნაკლია. ასეთ მომენტებში მსგავსი დამოკიდებულებები საჭირო არაა. ერთმანეთთან ვისაუბრებთ, რომ ეს ვითარება გამოვასწოროთ და გავაუმჯობესოთ. ახალი სეზონია, ახალი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ გუნდი ერთიანია. ვითარების გამოსწორებისთვის ვიმუშავებთ’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები