ვაკო ყაზაიშვილი, ულსან ჰიუნდაი, აზიის ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

ყაზაიშვილის საგოლე პასი - აზიის ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო

აზიის ჩემპიონთა ლიგის I ჯგუფის პირველ ტური „ულსან ჰიუნდაიმ“ შინ ტაილანდური „პატჰუმ იუნაიტედი’’ 3:1 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილმა კორეულ კლუბში 90 წუთი ითამაშა. მესამე გოლისას საგოლე პასი შეასრულა. 3:1-ზე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ვერ გამოიყენა.

 

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ულსან ჰიუნდაი’’ იაპონურ „კავასაკი ფრონტალეს’’ ესტუმრება (3 ოქტომბერი), მესამე ტურში მალაიზიურ „ჯოჰორ დარულ ტაზიმს’’ მიიღებს (24 ოქტომბერი).

30 წლის ვაკო ყაზაიშვილმა K ლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, კორეის ასოციაციის თასის ორ მატჩში 1 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები