ხვიჩა კვარაცხელია, სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

მის შესაჩერებლად 1 ფეხბურთელი საკმარისი არაა - სოლბაკენმა ხვიჩაზე ისაუბრა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

CrystalSport-ის კითხვა ოლე სოლბაკენს: „ხშირად მწვრთნელები ხვიჩა კვაარცხელიას შესაჩერებლად კონკრეტულ გეგმას სახავენ. შეიმუშავეთ მის შესაჩერებლად კონკრეტული გეგმა, რაც მის განეიტრალებას მოახდენს?''

სტოლე სოლბაკენის პასუხი:„როცა მცველზე მიდის, როცა შეტევას ამწვავებს, სათადარიგო გეგმები უნდა გვქონდეს. თუ ერთ მეურვეს გაცდა, მეორე ფეხბურთელი უნდა გვყავდეს, რომელიც მზად იქნება. მას მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეჭრა შესანიშნავად გამოსდის და შორეულ მარჯვენა კუთხეში ურტყამს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ. მის შესაჩერებლად სათადარიგო გეგმა საჭირო, ერთი ფეხბურთელი საკმარისი არაა''.

ნორვეგია-საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში საქართველომ ბათუმში ნორვეგიასთან 1:1 ითამაშა.

დიმა შარიქაძე ოსლოდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები