ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„გერმანიისთვის სწორი მწვრთნელი ვარ“ - ფლიკი იაპონიასთან 1:4-ის შემდეგ

ჰანს-დიტერ ფლიკი თვლის, რომ ის გერმანიის ნაკრების მწვრთნელად დარჩება.

გერმანიის ნაკრებს ბოლო 5 მატჩში 4 მარცხი და 1 ფრე აქვს. 9 სექტემბერს გერმანიის ნაკრები იაპონიასთან 1:4 დამარცხდა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გუნდი ყოველთვის იდეალურად მოვამზადოთ. ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბი საქმეს კარგად ვუძღვებით. ვთვლი, რომ გერმანიის ნაკრებისთვის სწორი მწვრთნელი ვარ.

პირველ რიგში, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ. უნდა ვაღიაროთ, რომ იაპონია კარგი გუნდია. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ასეთ კომპაქტურ დაცვას ვაჯობოთ.

თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველი შანსი იაპონიას და მათ გოლი გაიტანეს. ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ მეტოქე მაშინვე წინ გავიდა.

არა მგონია, ფეხბურთელებს რაიმე დავაბრალოთ. ისევ და ისევ ცდილობდნენ, მაგრამ შემდეგ ინდივიდუალურ შეცდომებს უშვებდნენ. მეტოქემ ამით ისარგებლა და გამარჯვება დაიმსახურა“,

- განაცხადა ფლიკმა RTL-ის ეთერში.

გერმანიის ნაკრებს ბოლო 5 შეხვედრაში 6 ბურთი აქვს გატანილი და 13 გაშვებული. 12 სექტემბერს გერმანელები ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს მხოლოდ დასაწყისია“ - ოსიმენი ოქროს ბურთის ნომინაციაზე
“ეს მხოლოდ დასაწყისია“ - ოსიმენი ოქროს ბურთის ნომინაციაზე