როდრი
Aa
Aa

როდრი: „საქართველოს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს, მაგრამ გუნდურად უფრო ძლიერია“

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა როდრიმ:

კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს. ვთვლით, რომ ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ხვალინდელ თამაშს ვუყურებთ როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები, მაგრამ ვთვლით, რომ გუნდურად უფრო ძლიერები არიან. ამის გამო, მთავარ საფრთხეს აქედან ველით და ყურადღება ერთი წამითაც არ უნდა მოვადუნოთ.

გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე შემოგვიერთდა. ვფიქრობ, გარდამავალი პერიოდი გვაქვს, მაგრამ მჯერა, რომ შეგვწევს ძალა შესარჩევი ეტაპი დავძლიოთ. ამ გზაზე ერთ-ერთი მიზანი სწორედ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება იქნება. ახლა გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი მიმდინარეობს, თუმცა, ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ ერთა ლიგა მოიგო. ძველ თაობასთან ჩვენი შედარება არ შეიძლება, ჩვენ სხვა გუნდი ვართ, რომელსაც მაღალი ამბიციები და დიდი წარმატების მიღწევის მიზანი გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ“ - ხვიჩა ესპანეთთან მატჩის წინ
„ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ“ - ხვიჩა ესპანეთთან მატჩის წინ