U21: ევრო 2025-ის შესარჩევი - საქართველომ გიბრალტარი დაამარცხა
Aa
Aa

U21: ევრო 2025-ის შესარჩევი - საქართველომ გიბრალტარი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი ქუთაისში გიბრალტართან გამართა და 2:0 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში რამაზ სვანაძის გუნდმა მეტოქეს საწყისი წუთებიდანვე აგრძნობინა, რომ ინიციატივის აღებას სტარტიდანვე გეგმავდნენ. შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. მამაგეიშვილმა ხვადაგიანის პასი ტექნიკურად დაამუშავა, მეტოქეს გვერდი აუარა და - 1:0.

მე-17 წუთზე ჩვენი ნაკრების დებიუტანტმა ვასილიოს გორდეზიანმა თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

პირველი ტაიმი სვანაძის გუნდმა დიდი სათამაშო უპირატესობით მოიგო, რომელიც ანგარიშშიც ასახა.

მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა, საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მომენტებს ქმნიდა, თუმცა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს. რიგ ეპიზოდებში უფრო მეტად სერიოზულად მოქმედება მართებდათ. საბოლოოდ, რამაზ სვანაძის გუნდმა დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლონა:

4-1-4-1: მაქაცარია - მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, რუხაძე, ლომინაძე (71' მორჩილაძე), ოდიშარია (72' ოგბაიძე), სიგუა (46' ცხოვრებაშვილი), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (86' აბუაშვილი), გორდეზიანი (74' იობაშვილი).

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 12 სექტემბერს, კიშინიოვში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქომაგების კოლოსალური მხარდაჭერა გვექნება“ - იაშვილი ესპანეთთან მატჩზე
„ქომაგების კოლოსალური მხარდაჭერა გვექნება“ - იაშვილი ესპანეთთან მატჩზე