ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ტურის საუკეთესოებს შორის საუკეთესო - მამარდაშვილი ნომინანტებს შორისაა

ლა ლიგის გასულ ტურში, „ვალენსია“ „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილს დიდებული მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კარის დარაჯმა ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია და ამის გამო ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

დღეს, ლა ლიგის „ინსტაგრამის“ გვერდი საინტერესო გამოკითხვას გვთავაზობს. მოცემულია ნომინანტები, რომლებიც გასულ ტურში სხვადასხვა მატჩებში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდნენ.

ლა ლიგა კი მათ შორის საუკეთესოს გამოვლენას გვთავაზობს. ამისთვის კი საჭიროა ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადახვიდეთ და კომენტარებში გიორგი მამარდაშვილის სახელი და გვარი დაწეროთ.

View this post on Instagram

A post shared by LALIGA (@laliga)

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „ღამურები“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტის ჩემპიონი გუნდი დაშალა“ | Gazzetta რუდი გარსიას აკრიტიკებს
„სპალეტის ჩემპიონი გუნდი დაშალა“ | Gazzetta რუდი გარსიას აკრიტიკებს