ოთარ გაბელია
Aa
Aa

გაბელია: “ესპანეთის არ უნდა გვეშინოდეს“

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ქართველმა ყოფილმა მეკარემ ოთარ გაბელიამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

გაბელია:

„ქართველებს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ. მიუხედავად ასაკისა, მათ ევროპაში გამოცდილება უკვე აქვთ. ეს საქართველოში დიდი ხანია არ მომხდარა. ვგულისხმობ ახალგაზრდების და გამოცდილების სინთეზს.

ჩვენი ნაკრების მთავარი იარაღი ტექნიკა და ინდივიდუალურობაა. იმედი მაქვს, მწვრთნელი მატჩის განხილვისას ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. დაჟინებით ვამბობ: ესპანეთის არ უნდა გვეშინოდეს.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 8 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტის ჩემპიონი გუნდი დაშალა“ | Gazzetta რუდი გარსიას აკრიტიკებს
„სპალეტის ჩემპიონი გუნდი დაშალა“ | Gazzetta რუდი გარსიას აკრიტიკებს