გორის დილა, ტიერი გეილი, ვენის რაპიდი
Aa
Aa

რა თანხას მიიღებს გორის დილა? - ავსტრიული მედია გეილის ტრანსფერზე

ავსტრიული KURIER-ის ინფორმაციით, გორის „დილას“ ფორვარდი ტიერი გეილი ვენაში იმყოფება გორის „დილა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 700 000 ევროს მიიღებს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკების ფინალური ეტაპის ფორმალური საკითხები ქართულ მხარესთან მოგვარებულია.

ტიერი გეილი გორის „დილას“ დაემშვიდობა. ბარბადოსელი ფეხბურთელი კლუბისა და ქომაგების მადლიერია:

„მადლობა ყველაფრისთვის. გულწრფელად, საქართველოში სასიამოვნო დრო გავატარე. კლუბის პერსონალისა და ქომაგების მადლიერი ვარ, მადლობა მზრუნველობისთვის და მხარდაჭერისთვის. თქვენ ჩემი დრო განსაკუთრებულად აქციეთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“.

ბარბადოსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსისა და ჟურნალისტის, ანმარ გუდრიჯ-ბოისის თქმით, „დილა“ „რაპიდის“ წინადადებას დათანხმდა და გეილის სანაცვლოდ დაახლოებით 1.7 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა შემდეგ Sky Sport Austria-მ განსხვავებული სატრანსფერო თანხა გააჟღერა, აღნიშნული წყაროს ინფორმაციით გეილის სანაცვლოდ „დილა“ 800 000 ევროს მიიღებდა, თუმცა KURIER-ის ინფორმაციით სატრანსფერო თანხა 700 000 ევროა.

მიმდინარე ზაფხულში გეილი „მიდტიულანდს“, „იანგ ბოიზს“, „რაკუვსა და თელ ავივის „მაქაბის“ დაუკავშირეს. იწერებოდა, რომ მისი გაფორმების ყველაზე კარგი შანსი პოლონეთის ჩემპიონს ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

UEFA-ს კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში ტიერი გეილმა „დუნაისკა სტრედასთან“ და პოლტავას „ვორსკლასთან“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. 21 წლის გეილიმ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები