ენრიკე სერესო, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

„ფელიქსს ჩვენთან თამაში აღარ სურს“ - ატლეტიკოს პრეზიდენტი

ჟოაო ფელიქსის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. პორტუგალიელი შემტევი ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე „ატლეტიკოს“ სამატჩო განაცხადებს მიღმა რჩება, რაც მისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

ფელიქსმა 1 თვის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ოცნება „ბარსელონაში“ თამაში იყო, რის შემდეგაც მადრიდულ კლუბთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა და დიეგო სიმეონე მას განაცხადს მიღმა ტოვებს.

„როხიბლანკოს“ პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ ფელიქსს მათ რიგებში თამაში აღარ სურს.

„ყველაფერი აშკარაა - ფელიქსს ატლეტიკოში თამაშის სურვილი აღარ აქვს. თუმცა სულ სხვა საქმეა, რამდენად ინტერესდებიან მისი შეძენით სხვა კლუბები“.

ამ ეტაპზე ჟოაო ფელიქსის დამატების სურვილი არცერთ ევროპულ კლუბს არ გამოუთქვამს. „ბარსა“ მას განიხილავს, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად და ჟოაუ კანესლუს გაფორმების შემდეგ გამოჩნდება, თუ რამდენად სერიოზულია მათი ინტერესი.

გრიზმანი ფელიქსის ამბავს გამოეხმაურა

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება ანტუან გრიზმანმა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ფელიქსი უნდა გაჩუმდეს.

„ჟოაუ ფელიქსის მდგომარეობა? მსგავსი სიტუაცია მეც გამოვიარე. ამის გამოცდილება მაქვს. პირადად ჩემთვის, საუკეთესო გამოსავალი გაჩუმება იყო და ჟოაუსაც იმავეს ვურჩევ. მთავარია იყო შრომისმოყვარე და რიგითი ფეხბურთელი. იმედი მაქვს, სიტუაცია გამოსწორდება. თუ გამოსწორდება საუკეთესო რამ იქნება კლუბისთვის, ფელიქსისთვის და საერთოდ ყველასთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისი: „ჩემთვის კაშიას სკამზე დატოვება რთული იყო“
ვაისი: „ჩემთვის კაშიას სკამზე დატოვება რთული იყო“