ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ემეტს ძლივს მოუგო“ | მაქს ჰოლოუეის ილია თოფურიაზე ჰკითხეს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ, რომელიც შაბათს კორეელ ზომბის დაუპირისპირდება, ბრძოლისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჰოლოუეიმ ილია თოფურიაზეც ისაუბრა და „ელ მატადორთან“ შესაძლო ჩხუბის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

- თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მომდევნო ალბათ ილია თოფურია იქნება?

„ვნახოთ, რა მოხდება. პირველ რიგში, კორეელ ზომბისთან ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. ტოპ 15-ში პირველ ადგილს ვიკავებ, ქამრის მთავარი პრეტენდენტის სტატუსი მაქვს და რაც მთავარია, აქტიური ვარ.  ჩემი აზრით, ბევრ ადამიანს UFC-ი იმიტომ უყვარს, რომ საუკეთესო მებრძოლები ერთმანეთს ეჩხუბებიან.

ვიცი, რომ თქვენ მიერ ნახსენები მებრძოლისა და ჩემი ჩხუბის თაობაზე ლაპარაკი მიდის და ვნახოთ, რა მოხდება. მან ახლახან, ძლივს მოუგო მებრძოლს, რომელიც ჩემპიონებთან დამარცხდა. ასე რომ, არ ვიცი, მომავალი როგორი იქნება“.

როგორც მიხვდით, ჰოლოუეიმ ჯოშ ემეტი იგულისხმა, რომელიც „ელ მატადორმა“ მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა, ილიას „ძლივს“ ნამდვილად არ მოუგია და მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინანტი იყო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე: „პრობლემები არ არსებობს“
ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე: „პრობლემები არ არსებობს“