გორის დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა, იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო, თელავი, ქობულეთის შუქურა
Aa
Aa

არაბიძის დუბლი, დილას „ქამბექი“ და თელავის ზედიზედ მე-3 მოგება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის დასკვნითი სამი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში, ილია კოკაიას სახელობის ბაზაზე ქობულეთის „შუქურამ“ „თელავი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა.

თელაველთა მხრიდან გოლები მე-4 წუთზე იოზეფ მენიხმა და 58-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

დღის მეორე სათამაშო მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე გაგრას დაუხვდა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

ქუთათურებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. ანგარიში მე-18 წუთზე გიორგი არაბიძემ გახსნა, რომელმაც თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა, 44-ე წუთზე კი ირაკლი ბუღრიძებ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში „გაგრამ“ ერთი ბურთი გაქვითა. თავი კლაუდინეიმ გამოიჩინა, თუმცა, 63-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ლუკა ნოზაძე გააძევა, რის გამოც გაგრელები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს - 66-ე წუთზე გიორგი არაბიძემ მეტოქის კარში დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანით დააფიქსირა.

დღის დასკვნითი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე შედგა, სადაც „საბურთალომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

თბილისელები მე-10 წუთზე შეიკნე სილას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ანგარიში 32-ე წუთზე, ანდრონიკაშვილის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 83-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა.

22 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 46 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, მე-2 პოზიციაზე 41 ქულით საბურთალოა, მესამე ადგილს კი 40 ქულით თბილისის „დინამო“ იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილის 94 წუთი, 6 გოლი და 3 წითელი - შახტარმა კრივბასს ვერ მოუგო
გოჩოლეიშვილის 94 წუთი, 6 გოლი და 3 წითელი - შახტარმა კრივბასს ვერ მოუგო