ჰარი კეინი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ყველაფერი გადაწყვეტილია - ჰარი კეინი ბაიერნში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჰარი კეინი კარიერას მიუნხენის ‘‘ბაიერნში’’ გააგრძელებს. მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. „ტოტენჰემი“ სატრანსფერო თანხის სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 20-მილიონიანი ბონუსი დაემატება.

ინგლისელი ფორვარდი მიუნხენში დღეს გაემგზავრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ‘’ბაიერნთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კლუბების შეთანხმების შემდეგ ჯერი ინგლისელ ფეხბურთელზე მიდგა და საბოლოო გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო. ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, კეინი „ტოტენჰემის" დატოვებაზე ყოყმანობდა და მისი ტრანსფერის შანსები 50/50-ზე იყო, თუმცა საბოლოოდ კეინმა „ბაიერნში“ გადასვლა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, ჰარი კეინი „დეზების“ აკადემიას 2004 წელს შეუერთდა, პირველ გუნდში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. 2011 წლიდან დღემდე, 30 წლის თავდამსხმელმა „ტოტენჰემის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 435-ჯერ მოირგო, 280 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები