ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვოლკანოვსკისთან ბევრად უკეთეს ილიას იხილავთ“ | თოფურიას მწვრთნელი

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა „ელ მატადორისა“ და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. კლიმენტმა იმედი გამოთქვა, რომ ილია სატიტულო ბრძოლას მიიღებს და ქამრის მოქმედი მფლობელი დაახასიათა.

„ამ ეტაპზე, დანამდვილებით არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი იდეა ვოლკანოვსკისთან ჩხუბია და UFC-ისგან დასტურს ველოდებით. მომდევნო მეტოქე ვინც არ უნდა იყოს, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ყოველდღიურად, 100 პროცენტით ვიხარჯებით. იმედი მაქვს, საჩემპიონო ბრძოლას მივიღებთ და გავიმარჯვებთ.

ვოლკანოვსკისთან ჩხუბი არის ეტაპი, რომელზეც ასვლა ყოველთვის გვინდოდა და დარწმუნებული ვარ, ილია ყველა პრობლემას სათანადოდ გაუმკლავდება. ალექსი თოფურიაზე ორი სანტიმეტრით დაბალია, მაგრამ გრძელი ხელები აქვს და როცა გგონია, რომ დისტანცია დიდია და ვერ მოგწვდება, კომბინაციებს ახორციელებს. ამასთან, ის მომენტს შესანიშნავად არჩევს და კარგი მოკრივეა, თუმცა ამ მხრივ, ილია მაინც მასზე მაღლა დგას. თოფურია ბევრად ძლიერი დარტყმით გამოირჩევა და თუ ვოლკანოვსკის ჭკუა აქვს, ილიასთან კრივზე და ხელებით განხორციელებული დარტყმების გაცვლაზე უარს იტყვის.

ვოლკანოვსკისთან ჩხუბი უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ აქ სწორედ ამიტომ ვართ. გვინდა, ასეთი გამოწვევები მივიღოთ და მათ სათანადოდ გავუმკლავდეთ. იმედი მაქვს, თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლა გაიმართება, რადგან ალექსთან ბევრად უკეთეს ილიას იხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი მომდევნო ბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს, რაც ნიშნავს, რომ ვოლკანოვსკისა და მახაჩევის მატჩ-რევანში ჯერ არ იგეგმება. გამომდინარე აქედან, მაღალია შანსი, „ვოლკმა“ მომდევნო ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამართოს, ქამარი დაიცვას და მისი მეტოქე თოფურია იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა