გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ჩელსის მამარდაშვილი ძალიან მოსწონს | ყველაფერი კეპაზეა დამოკიდებული

მიუნხენის „ბაიერნს“ ლონდონის „ჩელსის“ მეკარის, კეპა არისაბალაგას გადაბირება სურს. „არისტოკრატებთან“ დაახლოებული ჟურნალისტის, ბობი ვინსენტის ინფორმაციით, „ლურჯები“ მზად არიან, ესპანელი გოლკიპერი გაუშვან.

„სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრები მის ტრანსფერზე თანახმა მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში იყვნენ და ვითარება არ შეცვლილა. თუ „ჩელსიმ“ კეპა არისაბალაგა გაუშვა, ყურადღებას გიორგი მამარდაშვილზე გადაიტანს. ლონდონელები ქართველ მეკარეს აკვირდებოდნენ და ის ძალიან მოსწონთ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური გამოცემები მამარდაშვილს „რეალს“ უკავშირებენ. „სამეფო კლუბმა“ ტიბო კურტუას შემცვლელის ძებნა დაიწყო, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და „სამეფო კლუბს“ დაახლოებით 5-7 თვით გამოაკლდა. AS-ის ინფორმაციით, არის ალბათობა, რომ მან მთელი მომდევნო სეზონი გამოტოვოს.

„ვალენსია“ ქართველი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არაა. „ღამურები“ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ და იმედი აქვთ, მისი ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მემკვიდრეობისთვის ძალიან კარგი იქნება“ | ევლოევს ილიასთან ჩხუბი უნდა
„ჩემი მემკვიდრეობისთვის ძალიან კარგი იქნება“ | ევლოევს ილიასთან ჩხუბი უნდა