გიორგი მამარდაშვილი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებენ | რეალი მამარდაშვილის კანდიდატურას განიხილავს

მადრიდის „რეალმა“ ტიბო კურტუას შემცვლელის ძებნა დაიწყო. ბელგიელმა მეკარემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ესპანური პრესის ინფორმაციით, „სამეფო კლუბს“ დაახლოებით 5-7 თვით გამოაკლდა.

El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი, ხერმან მუნიოსი, რომელიც „ბლანკოსთან“ დაახლოებული პირია, წერს, რომ „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის კანდიდატურა მადრიდელთა დღის წესრიგშია. „ღამურები“ მის გასაყიდად მზად არიან და „მამარდას“ სანაცვლოდ დაახლოებით, 25 მილიონ ევროს ითხოვენ.

საინტერესოა, რომ იმავე ინფორმაციას ავრცელებს გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca, რომელიც წერს, რომ „რეალის" რადარზე რამდენიმე ვარიანტი გამოჩნდა. ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილია, მეორე კი - „სევილიას" მეკარე, იასინ ბონო.

მამარდაშვილს ბევრი მსურველი ჰყავს. Evening Standard-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ კეპა არისაბალაგას შემცვლელს ეძებს, ვისი საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“ სურს და „ლურჯების“ სიაში ორი ფეხბურთელია მოხვედრილი. ერთი „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, მეორე კი - გრეგორ კობელი („დორტმუნდი“).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები